პენტაგონი: საზღვაო ლაინერ „Cape Ray”-ზე სირიის ქიმიური იარაღის ნახევარი განადგურებულია

   ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ნეიტრალიზებულია 285 ტონა მეთილფოსფონილდიფთორიდი და 19 ტონა იფრიტი. ხმელთაშუაზღვაში მყოფ ამერიკეულ გემზე ,,Cape Ray”, რომელზეც მოთავსებული იყო სირიიდან ამოღებული ქიმიური იარაღი, განადგურებულია თითქმის ნახევარი, ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კონტრ-ადმირალმა ჯონ კირბიმ. მან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ სირიიდან წამოღებული ქიმიური ნივთიერებების განეიტრალება დაიწყო 7 ივლისს და პირველი ეტაპი დამთავრდა 1 აგვისტოს. დარჩენილი იარაღის სრული ლიკვიდაცია მოხდება უახლოეს მომავალში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები