BBC: შარლ მიშელს ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო იერიშის გამო, თავშესაფარში ჩასვლა მოუხდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ოდესაში ვიზიტის დროს, თავშესაფარში წასვლა მოუხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, უკრაინის პრემიერმინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრისას: ”მონაწილეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ, რათა თავი შეეფარებინათ, რადგან რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა”.
ცნობისთვის, მიშელი დღეს ოფიციალური ვიზიტით ოდესაში ჩავიდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge