კარლ ჰარცელი: “ევროპის დღე” ეხება იმ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს, ვულოცავ ყველა ევროპელს

“უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ ყველა ევროპელს, მათ შორის, ყოველ ქართველს „ევროპის დღეს“. „ევროპის დღე“ არის იმ ღირებულებების დღესასწაული, რასაც ევროკავშირი ეფუძნება”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის დღე ეხება იმ პარტნიორობასაც, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს აკავშირებს.

„ცხადია, რომ წელს “ევროპის დღის” აღნიშვნა ხდება იმ საშინელი ომის ჩრდილში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ ყველა სოლიდარულნი ვართ უკრაინის მიმართ და მზად ვართ დახმარებისთვის, რომელიც დაფუძნებულია იმავე ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ველოდები პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, თბილისის მერთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ბევრ სხვასთან შეხვედრას, ვინც პატივი დაგვდო და ჩვენთან ერთად აღნიშნავს ევროპის დღეს, რადგან ევროპის დღე მხოლოდ ჩვენ არ გვეხება, ეს ეხება იმ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები