თორნიკე ბიძინაშვილი: როგორი იქნება აგვისტოს თვე ჰოროსკოპის ნიშნებისთვის
აგვისტოს თვის ბიოსფერო
0 – ს ქვემოთ ნეგატიური, 0 -ს ზემოთ პოზიტიური
ბიოენერგეტიკული ზეგავლენა დედამიწაზე
აგვისტოს თვის პირველი დეკადა – როგორც დედამიწის ბიოსფეროსთვის, ასევე ბევრი ადამიანისთვის პოზიტიური პერიოდი არ იქნება. ამის მიზეზი კი პლანეტა იუპიტერია, რომელიც ენერგეტიკულ ცვლილებას განიცდის. ის იმყოფება ლომის ზოდიაქოს ნიშანში და ქმნის უარყოფით ასპექტებს პლანეტა მარსთან. პლანეტა მარსი კი თავის მხრივ 17 აგვისტოს შეუერთდება პლანეტა სატურნს. ესეთი კონსტელაცია, როგორც წესი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე, ადამიანების ურთიერთობაზე. აგვისტოს დასაწყისში ამ ნეგატიურ ასპექტს დაემატება პლანეტა მერკურიც, მზარდი მთვარე კი 10 აგვისტოს, ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ენერგია ამ დროს იქნება მოზღვავებული, მაგრამ იქნება ქაოტური და დამანგრეველი ხასიათის მატარებელი. საზოგადოების ცხოვრებაში თავს იჩენს ეკონომიკური კრიზისი, ასევე დიდია ალბათობა აქციათა კურსის ვარდნის და საქმიანი აქტიობების დაქვეითების, დაიძაბება ურთიერთობა მმართველებსა და ქვეშემრდომებს შორის, ოჯახებში და კოლექტივში. ამ პერიოდში დიდია ალბათობა მაშტაბური ტერორისტული აქტების და საომარი მოქმედებების, უკვე დაძაბული სიტუაციების კიდევ უფრო გამწვავების დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
თუ მოგზაურობას აპირებთ აგვისტოს პირველ ნახევარში, უნდა იყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად, აუცილებელია თან იქონიოთ, როგორც თანხობრივი, ასევე დროის რეზერვი, რადგან დიდი ალბათობაა თავი იჩინოს სხვადასხვა გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა. ბევრი ადამიანი ამ პრობლემების გამო შეცვლის გეგმებს.
ბევრად უფრო სასიკეთო იქნება აგვისტოს მეორე დეკადა, ეს კარგი პერიოდია არა მარტო დასვენებისთვის, არამედ ყველანაირი ახალი პროექტის დასაწყებად და სხვადასხვა ურთიერთობებისთვის. დიდ დადებით მუხტს შემოიტანს პლანეტა ვენერა, რომელიც 12 აგვისტოს შემოვა ლომის ზოდიაქოს ნიშანში და შეუერთდება იუპიტერს. ხალხში დაისადგურებს სიმშვიდე და ჰარმონია. გაჩნდება ახალი შანსები და შესაძლებლობები რათა აღმოიფხვრას ძველი ან არსებული პრობლემები. შეიცვლება საერთო ფონი ზოგადი და პარტნიორული ურთიერთობების. დედამიწის ბიოსფერო 13 აგვისტოს შემდეგ დასტაბილურდება. შესამჩნევი იქნება შემოქმედებითი ზრდა, გაჩნდება ნაყოფიერი და შედეგიანი ურთიერთობის შანსები. იმატებს იღბლიანობა, კავშირებმა და კონტაქტებმა შეიძლება მოგვიტანონ დიდი წარმატება ბიზნესის სფეროში, ასევე შემოქმედებითი ზრდა კარიერული თვალსაზრისით. გარემოაბა ამ პერიოდში შექმნის ბევრ რომანტიკულ სიტუაციებს. ეს პერიოდი კარგია ქორწინებისთვის, კოლექტიური ღონისძიებებისთვის, ოჯახური და სანათესაო ურთიერთობების გასამყარებლად. ეს პერიოდი ასევე კარგია ჯანმრთელობის აღსადგენად, მკურნალობის დასაწყებად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად, მაგრა ეს ყველაფერი უნდა მოასწროთ 28 აგვისტომდე. ეს პოზიტიური ენერგეტიკული ნაკადი ეხმარება ადამიანს მოემზადოს წლის მეორე ნახევრისთვის, რათა აღიდგინოს ძალები.
თორნიკე ბიძინაშვილი