შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია

საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია, ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კითხვარის პასუხების მეორე ნაწილს საქართველო, დიდი ალბათობით, ხვალ გაგზავნის.

„ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, პროცესი დაძრულია და მადლიერი ვართ ევროკავშირის, რომ უმოკლეს ვადაში შეადგინეს კითხვარი, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში გაეცა პასუხები. პირველი ნაწილი უკვე გადაცემულია და დიდი ალბათობით, ხვალ მოხდება პასუხების მეორე ნაწილის გადაცემა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საკითხი ერთად განიხილება, სამივე ქვეყანა ერთ ეტაპზე ვართ. ამავე დროს, საქართველო ამ სამ ქვეყანას შორის არის ერთ-ერთი ლიდერი ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების 40% უკვე შესრულებულია, ამ მხრივ საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ მჭიდროდ ვართ დაახლოებული ევროკავშირთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი 2 მაისს გადასცა. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პასუხების მეორე ნაწილი ევროკავშირს ხვალ, 10 მაისს გადაეცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები