მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საქართველოს პარლამენტის სახელით სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის 77 ვეტერანს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით პერსონალური მისალოცი ბარათი, ქსელური მარკეტის 200 ლარიანი ვაუჩერი და ტკბილეულის ნაკრები გადაეცა.