ხვალ  “გამოფენა ევროპა 2022”-ს დედაენის ბაღი მასპინძლობს

9 მაისს 16:00 საათიდან, ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,გამოფენა ევროპა 2022 „ გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია,სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა, მათ შორის სემინარები, სადაც სტუმრები გაეცნობიან იმ შესაძლებლობებს, რომელსაც Erasmus + და ევროპის სოლიდარობის კორპუსი ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს; „საუბარი ევროპაზე“ – ინტერაქციული სესია;  „ჩემი ევროპული გამოცდილება“;  „მე მოხალისე“;  არაფორმალური განათლების კუთხე – აქტივობებით დატვირთული სივრცე;   ეკო-კუთხე – ეკოლოგიური პრობლემების გარშემო ცნობიერების დონის ამაღლებისათვის განკუთვნილი ვორქშოპი და სხვა. 20:00 საათიდან ღონისძიება მუსიკალური ნომრით დასრულდება.

გამოფენას დაესწრებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოხალისეები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიება ხორციელდება Erasmus+ -ის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში და „ევროპის სოლიდარობის კორპუსი“, თბილისის მერიისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით.

Erasmus+ – ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროს მხარდაჭერისთვის. იგი გთავაზობთ შესაძლებლობების ფართო არჩევანს როგორც ევროკავშირის წევრ, ისე მის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ევროპის სოლიდარობის კორპუსი – ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს საზოგადოებისათვის ბენეფიტურ მოხალისეობრივ პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები