კარლ ჰარცელი – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: მივესალმები, გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნეს მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით
“ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ექიმი არ ვარ, არ ვარ ფაქტების მცოდნე და სწორედ ამიტომ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნეს მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ თავიდანვე იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ კი, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ეს არის, რასაც ჩვენ მათგან ველით და ჩვენ ასევე მათგან ველით, რომ იმოქმედონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შესაბამისად. ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ექიმი არ ვარ, არ ვარ ფაქტების მცოდნე და სწორედ ამიტომ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნეს მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.