კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება
ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებზე ჩემი მოლოდინია, რომ ის დაპირებისამებრ დროულად იქნება. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის დასკვნას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.