სკოლის მოსწავლეები თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს ესტუმრნენ

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს კერძო სკოლა „ჯეჯილის“ მეორე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ბავშვებმა მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე არსებული მუზეუმიც დაათვალიერეს. მოსწავლეების სტუმრობის მიზანს მუზეუმის დათვალიერება და უსაფრთხოების ნორმების დეტალური გაცნობა წარმოადგენდა.

მუზეუმში სტუმრობის შემდეგ სკოლის მოსწავლეები მეხანძრე-მაშველებს შეხვდნენ, მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს.

თბილისის სახანძრო-სამაშველო მუზეუმში დაცულია საქართველოში სახანძრო და სამაშველო საქმიანობის ისტორიასა და განვითარებასთან დაკავშირებული მასალები: ხანძარსაქრობი ტექნიკური აღჭურვილობა, სხვადასხვა პერიოდის სახანძრო მანქანა, მეხანძრეთა სამოსელი, სახანძრო კოშკურა, მაკეტები და ფოტოები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები