ობამას მიმართვა რუსეთს: უარი თქვით სეპარატისტების მხარდაჭერაზე და სანქციები მოიხსება

   ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის აღმოსავლეში შეირაღებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია შეაჩეროს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ “თეთრ სახლში”, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ობამამ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები შეზღუდულია შესაძლებლობებში, რომ კრემლის პოზიციაზე გავლენა მოახდინოს. მისი თქმით, პუტინი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ყველაფერი დიპლომატიური გზით მოაგვაროს, რათა სანქციები მოეხსნას.
“აშშ-ის პოზიცია არის მარტივი – უარი თქვით სეპარატისტების მხარდაჭერაზე და სანქციები მოიხსება, ეკონომიკა კი ისეც გააგრძელებს ზრდას”, – განაცხადა ობამამ.
პრესასთან ამ გამოსვლამდე ობამას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. უცხოური მედიის ცნობით, ობამამ პუტინს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სერიოზულად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას აგრძელებს. ეს იყო ობამა-პუტინის პირველი სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს სექტორული ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები