სტოლტენბერგი: სამწუხაროდ, მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, რომელიც შეიძლება თვეები ან წლები გაგრძელდეს

ნატო მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ აპირებს, კონფლიქტის მხარე იყოს. საომარი მოქმედებების სხვა ქვეყნებზე გავრცელება უნდა ავირიდოთ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემასთან Welt am Sontag ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, რომელიც შეიძლება თვეები ან წლები გაგრძელდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი შეიარაღებით თავს ვერ დაიცავს და თანამედროვე დასავლური შეიარაღება უნდა მიიღოს. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო მეტი მძიმე შეიარაღება. დასავლეთმა უკრაინას იარაღი უფრო ინტენსიურად უნდა მიაწოდოს. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით ნატოს ჯარებს უკრაინაში. ჩვენს მხარს ვუჭერთ კიევს, თუმცა ნატო გააზრებულად ამბობს უარს, იყოს ომის მხარე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები