ნიკა მელია – გრიგოლ ვაშაძეზე: ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა

ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მე მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ტვ პირველის“ ეთერში გრიგოლ ვაშაძის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას.

როგორც მელიამ აღნიშნა, კარგად არის ინფორმირებული, რატომ უწევს გრიგოლ ვაშაძეს ამასთან დაკავშირებით საუბარი.

„ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ პოზიციას მაინც დავაფიქსირებ. ვერაფერი გავიგე იმ გზავნილებისა, რას ემსახურება, როდესაც ბატონი გრიგოლი ამაზე საუბრობს. უფრო სწორად გავიგე და არ მინდა ყველაფერი გავხსნა. ვიცი, კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი და რაც შეეხება საერთაშორისო ფორუმზე „ქართულმა ოცნებამ“, ანუ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას, ბავშვები ხომ არ ვართ? არ ვთვლი თავს ბავშვად, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს გარიცხვას და ამას შენ ასაღებ, როგორც გმირულ ნაბიჯს, ვინ უნდა დაიჯეროს? აბა ყოფილიყო 50/50-ზე და „ქართულმა ოცნების“ ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენი მოკავშირეებისთვის ნათქვამი მაქვს და დაპირებაც მაქვს მიღებული, სანქციების გვერდის ავლის ფაქტი კი არა, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის ფაქტი რომ იყოს, რომ გავიგებ, არ გავჩუმდები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები