თბილისში, ავლაბარში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი იანდექს-ტაქსია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.