კონფლიქტის მომენტიდან დღემდე, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 1500 კაცს მიაღწია
1 აგვისტოს მონაცემებით, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემდეგ, ისრაელის ავიაციამ და მძიმე არტილერიამ განახორციელა როდენიმე იერიში ღაზას დასახლებულ უბნებზე დაღუპულია, 122 ადამიანი.
გაეროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ 8 ივლისიდან დღემდე ღაზას სექტორში ისრაელის არმიის მიერ ჩატარებული სახმელეთო ოპერაციების შედეგად დაიღუპა 1567 და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 8 600 ადამიანმა. განადგურებულია ათობით დასახლებული პუნქტი, განსაკუთრებით რაფახის რაიონი, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.