თამთა მეგრელიშვილი EPP-ს მოწვევაზე: ქართველი ხალხის სახელით, მისთვის ფრენა დაუშვებელია, მანქანით გაუჭირდება

„ქართველი ხალხის სახელით მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, მას არ უწყობს ხელს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვერ ჩამოვა“, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჰოლანდიაში, სააკაშვილის მიწვევას ეხმიანება.

მისი თქმით, სააკაშვილისთვის ახლა ფრენა დაუშვებელია, ხოლო მანქანით გაუჭირდება.

„EPP-ს, ევროპის სახალხო პარტიას მიშა მიუწვევია ჰოლანდიაში კონფერენციაზე. ქართველი ხალხის სახელით მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, მას არ უწყობს ხელს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვერ ჩამოვა, მისთვის ახლა ფრენა დაუშვებელია, ხოლო მანქანით გაუჭირდება“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები