ამერიკა უკრაინის ნაციონალური გვარდიის მოსამზადებლად 19 მილიონ დოლარს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ნაციონალური გვარდიის მოსამზადებლად 19 მილიონი დოლარს გამოყოფს. გვარდიის გარდა ის დაეხმარება ულტრანაციონალურ სამხედრო ორგანიზაციას „პრავი სექტორს”. ამის შესახებ, პარასკევს საღამოს სპეციალურ ბრიფინგზე პენტაგონის კონტრ-ადმირალმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„აღნიშნული ფულადი სახსრები მოხმარდება ოთხი სამხედრო როტის და ერთი ტექნიკური შტაბ-ბინის შექმნას, ნაციონალური გვარდიის ბაზაზე”, – განაცხადა კირბიმ.