“არ მახსენდება სხვა პრეცედენტი” – სააკაშვილი აცხადებს, რომ დონალდ ტუსკმა ის პარტიის ყრილობაზე მიიწვია

არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომლითაც ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკის როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიწვევას პასუხობს.

როგორც წერილიდან ირკვევა, ტუსკი სააკაშვილს ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას სთხოვს.

როგორც ექსპრეზიდენტი წერს, დათანხმდება თუ არა მიწვევას, საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

“დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში, მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით.
მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ – საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში – მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.
არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები