ჯანდაცვის მინისტრი: თენგიზ ცერცვაძესთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს – ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ

ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც, პირიქით, თვალსაჩინო მაგალითია სხვადასხვა კლინიკისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და როგორ უნდა მართონ კლინიკა სწორად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძესთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

“ბატონი თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ყველაზე მაღალკვალიფიციური ინფექციონისტი ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, მასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ის უშუალოდ საქმის კურსია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და, აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადავუხადო მას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის და, მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ჩვენ ყოველთვის ვნახულობთ დროს, რომ პერიოდულად კონსულტაციები გვქონდეს. ჩვენ გუშინაც გვქონდა საკმაოდ ვრცელი საუბარი”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები