ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სოციალური მუშაობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სოციალური მუშაობის შესახებ კანონის გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ აქტუალურ პრობლემებზე სოციალური მუშაობის მიმართულებით და საკადრო დეფიციტზე. შესაბამისად, ამ დეფიციტის შევსების მიზნით გარკვეული მოსაზრებები გავცვალეთ იმ უწყებებთან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სოციალური მუშაობის პროცესთან და ამ სერვისების მიმწოდებლებს წარმოადგენენ. ჩამოვყალიბდით კონკრეტულ გეგმებზე, რომელზეც ვიმუშავებთ და რაც ასახვას ჰპოვებს უახლოეს მომავალში დასაინიცირებელ კანონპროექტში”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები