რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობა” და სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში არიან და ეს კანონზომიერია იმ დანაშაულებისა, რასაც ჩადიოდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში არიან, რაც, დეპუტატის თქმით, იმის კანონზომიერია, რა დანაშაულებსაც ქართველი ერის წინაშე ჩადიოდნენ.

ამასთან, იონათამიშვილი იზიარებს კოლეგების აზრს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას ნანობს.

“სააკაშვილის კრიმინალურ ბუნებაზე მეტყველებს, რომ ის ნანობს საქართველოში ჩამოსვლასა და არა – იმ დანაშაულებს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინაშე აქვს ჩადენილი.
მეორე მხრივ, ისიც და „ნაციონალური მოძრაობაც“ არიან გადასულები თვითდაზიანების რეჟიმში. ეს იყო მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილი ქურდული გზებით შემოიპარა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ეს არის კანონზომიერი იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რასაც “ნაცმოძრაობა” ჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები