„რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” განცხადებას ავრცელებს 

ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 5 კმ-იან,   მცხეთა-ძეგვის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უამინდობის გამო შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანია “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.  “ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შექმნილი დისკომფორტის გამო.
გზაზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების  გეგმის მიხედვით ჩატარებას ხელს უშლის ნალექიანი ამინდები. სამუშაოები გაორმაგებული ტემპით უახლოეს მომავალში, ამინდების გამოსვლისთანავე  განახლდება და გზის მშენებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულდება,” – ნათქვამია განცხადებაში.
შპს „რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის კმ5-კმ11.2 (მცხეთა-ძეგვი) მონაკვეთის და ხევზე მდებარე აივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები