უკრაინის და რუსეთის სამხედრო დანაკარგები – ბოლო მონაცემები
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 900 ადამიანი;
ტანკი – 1110 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 686 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 502 ერთეული;
MLRS – 171 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83 ერთეული;
თვითმფრინავი – 199 ერთეული;
ვერტმფრენი – 155 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 926 ერთეული;
გემი/ნავი – 11 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 324;
სპეციალური აღჭურვილობა – 38;
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 90.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 6 მაისს, დილით გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
151 თვითმფრინავი;
112 ვერტმფრენი;
742 უპილოტო საფრენი აპარატი;
290 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
2 854 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
329 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 338 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 683 სპეციალური სამხედრო მანქანა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge