ევროპარლამენტმა კოვიდ სერტიფიკატის ციფრული სისტემის, 2023 წლის 30 ივნისამდე, შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირის მოქალაქეებმა შეძლონ, გამოიყენონ თავიანთი თავისუფალი გადაადგილების უფლება COVID-19 პანდემიის ევოლუციის მიუხედავად, გადაწყვიტა, დაიწყოს მოლაპარაკებები წევრ ქვეყნებთან, რომ ციფრული სერტიფიკატის მოქმედების ვადა კიდევ 12 თვით გახანგრძლივდეს.
ამჟამინდელი სქემის მოქმედების ვადა 30 ივნისს იწურება.