ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა

1 მაისიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, დაიწყო საბუთების მიღება 2022-2023 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.

აღნიშნული პროგრამა არის ამერიკის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სტიპენდია, რომლის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.  პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით.

ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკადემიური პროგრამის მოძებნა.

აპლიკაციების მიღება ხორციელდება 2022 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე.  განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი. დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია იხილეთ ბმულებზე:  https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/  და http://iec.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები