ნათელა პატარკაციშვილი: შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში, მაგან რომ ეგეთი შვილი გაზარდა

ერეკლე კოდუას განცხადებას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მას გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა, ბადრი პატარაკაციშვილის დედა – ნათელა პატარკაციშვილი ეხმიანება, რომელიც აღირებს რომ შოკშია და ისტერიულ ტირილსაც ვერ იკავებს.
“ შოკში ვარ, მაგრამ ლაურა ღაჭავა უნდა იყოს შოკში, მაგან რომ ეგეთი შვილი გაზარდა.. ბადრიზე ვინმე მაგის თქმას უნდა ბედავდეს, ადამიანის მოკვლა დაგვავალაო?! ყველა ტელევიზიაზე გამოვალ, ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად! ცუდად ვარ, მგონი ვკვდები ამ ამბებით, რაც მე მესმის, მაგრამ მაინც ყველგან გამოვალ! არ ვიცი გული როგორ არ მისკდება… ტირილი როგორ შევიკავო, მითხარით, ჩემს ოჯახში გაზრდილი გოგა, მას და ჩემს შვილს ლამის ერთნაირად ვზრდიდი და ახლა მეუბნებიან, ბადრის მისი მოკვლა სურდაო… ღმერთო, სად არის სამართალი?!
როგორ დავმშვიდდე, ვინმემ მითხრას, როცა გოგა ხაინდრავვა ჩემთვის ამომავალი მზეა. ყველა ადამიანი მიყვარს, ისინიც კი, ვინც ვიცი, რომ ჩემთან დამნაშავენი არიან, ცუდი მათზე არ მომაფიქრდება და გოგაზე მეუბნებიან ამას?! ბოლო ხმაზე ვბღავი… მაპატიეთ, მეტი აღარაფრის თქმა არ შემიძლია“,- აცხადებს ნათელა პატარკაციშვილი.

წყარო “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები