ვლადიმერ პუტინმა სერგეი ლავროვის განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბოდიში მოუხადა სერგეი ლავროვის განცხადების გამო, რომ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა.

„ნაფტალი ბენეტმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის განცხადების გამო და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შესახებ შეხედულების გარკვევისთვის“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, იტალიური ტელეკომპანია Mediaset-ის გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ჩართვისას, წამყვანი დაინტერესდა, როგორი თანხვედრა შეიძლება, იყოს რუსეთის პრეტენზიებში, რომ “უკრაინის რეჟიმს ნაცისტური ბუნება აქვს”, იმ ფაქტთან, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა თქვა: “ზელენსკი ებრაელია? ჰიტლერიც იყო ებრაელი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები