“ჰიტლერიც ებრაელი იყო” – ლავროვი ზელენსკიზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ იბრძვის.

ამის შესახებ მან იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის გადაცემაში ჩართვისას თქვა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, როგორი თანხვედრა შეიძლება, იყოს რუსეთის პრეტენზიებში, რომ “უკრაინის რეჟიმს ნაცისტური ბუნება აქვს”, იმ ფაქტთან, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა თქვა: “ზელენსკი ებრაელია? ჰიტლერიც იყო ებრაელი.”

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ჩანაწერში კითხვა-პასუხი ასე გამოიყურება: „ეს თქვენი ხედვაა, მაგრამ ზელენსკი სულ სხვა რამეს ამბობს. მას მიაჩნია, რომ დენაციფიკაციას აზრი არ აქვს. ზელენსკი ხომ ებრაელია. ნაცისტები. “აზოვი” – ცოტანი არიან (რამდენიმე ათასი). ზელენსკი მოვლენების თქვენეულ ხედვას არ ეთანხმება. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ზელენსკი მშვიდობისთვის დაბრკოლება?”

“ჩემთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას უარყოფს ან არ უარყოფს პრეზიდენტი ვოლოდიმორ ზელენსკი. მას შვიდი პარასკევი აქვს. დღის განმავლობაში, მას პოზიციის შეცვლა რამდენჯერმე შეუძლია. გავიგე, როგორ თქვა, რომ დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას მოლაპარაკებებში არც განვიხილავთო. ჯერ ერთი, ისინი ამ მოლაპარაკებების საბოტაჟით არიან დაკავებული, ისევე როგორც მინსკის შეთანხმებების რვა წლის განმავლობაში. მეორეც, ნაციფიკაცია არის: ტყვედ აყვანილი “აზოვისა”, “აიდარისა” და სხვა ქვედანაყოფების ბოევიკებს ტანსაცმელზე და სხეულზე ნაცისტური სვასტიკის და Waffen-SS-ის სიმბოლიკები აქვთ დატანილი, ღიად კითხულობენ და ავრცელებენ Mein Kampf-ს. ის აყენებს არგუმენტს: როგორი ნაციფიკაცია შეიძლება ჰქონდეთ, თუ ის ებრაელია. შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. როგორც ჩვენთან ამბობენ, ყველა ოჯახშია მახინჯი”, – თქვა ლავროვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები