გიორგი ცაგარეიშვილი – ბუბა კიკაბიძის პარლამენტში მისვლაზე: „ნაცმოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მანდატების მობილიზებას ცდილობს

„ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბუბა კიკაბიძის მისვლას ეხმიანება.

ცაგარეიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მანდატების მობილიზებას ცდილობს.

„ნაციონალურ მოძრობას“ კომისიის შესაქმნელად 50 ხმა სჭირდება. არ ვიცი, ბატონი კიკაბიძის ხმა როგორ წაადგება ამ საქმეს. სავარაუდოდ, ამ 49 ხმაში მისი ხმაც იყო ჩათვლილი. ახლა ფიქრობენ, რომ მობილიზება გაუკეთონ თავიანთ მანდატებს, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები