საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია წმინდა საყდრის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეებს შეხვდნენ

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და კომიტეტის წევრი დავით მათიკაშვილი ვატიკანში, წმინდა საყდრის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეებს, მონსინიორ მელხორ სანჩეს დე ტოგას და მონსინიორ კარლო მარია პოლვანის შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.

„აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ვატიკანსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული და რელიგიური ძეგლების დაცვა-კონსერვაციის საკითხებსა და სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ. ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-კონსერვაციის მიმართულებით, დიგიტალიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ხაზი გაესვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობას, რაშიც ვატიკანს დიდი გამოცდილება აქვს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები