გია ვოლსკი: არ უნდა ვიყოთ მოწოდებული, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკოთ, რომ მან საომარი მოწოდებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა

ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში და არ ვიყოთ მოწოდებული,  სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკოთ, რომ მან საომარი მოწოდებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

„საერთაშორისო საზოგადოება გვეხმარება საკმარისად, რათა ამ პერიოდში დაცულად ვიგრძნოთ თავი. საომარი მოქმედებების შემთხვევაში, დაგვეხმარება თუ არა საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის მკითხაობის ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა აზრი შეიძლება გაგვაჩნდეს, მაგრამ მთავარი თემა ის არის, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში და არ ვიყოთ მოწოდებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ ვაკრიტიკოთ, რომ მან საომარი მოწოდებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება, რომ საომარ მოქმედებებში არ ჩაერთოს.

„ფრონტის ხაზი, რომელიც დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს უახლოვდება მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილს და დამატებით საფრთხეებს ქმნის. როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში ხვალ, მე ვერ გეტყვით, თუმცა, გეტყვით, დღეს რა გვჭირდება. დღეს გვჭირდება ისეთი ადამიანების შეკავება, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს ომში ჩართვისკენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები