ერეკლე კოდუა: ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთვლები, რომ მათთან მეთანამშრომლა
შსს-ს სოდის ყოფილი ხელძღვანელი ერეკლე კოდუა აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მისი თანამშრომლებაზე დაყოლიების მცდელობები იყო. როგორც კოდუამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
“რაც შეეხება ჩემთვის ახალი ხელისუფლების მიერ ბრალის წარდგენას, იყო შემოთვლები, რომ მათთან მეთანამშრომლა. როგორც მე ვხდები, ამათ უნდოდათ ჩემნაირ ადამიანთან მოლაპარაკებები – რაღაც ტყუილს მეტყოდნენ და იმათთვის უნდა დამებრალებინა. ჯერ ეს როგორ დაუშვეს არ ვიცი, როცა რამეს სთავაზობ, ჯერ პიროვნება უნდა შეისწავლო, არის თუ არა ამაზე წამსველი. არ დავაკონკრეტებ ვისგან იყო შემოთვლები, ეს არის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც თუ ამ ეთერს უყურებს, თვითონაც მიხვდება… იყო შეხვედრაც. პირდაპირ თანამშრომლობაზე საუბარი არ ყოფილა… მე ვუთხარი, კარგად ბრძანდებოდეთ-თქო… მერე უცებ, მოხდა ბრალის წარდგენა, წელიწადი და თვეები არ ვახსოვდი არავის, მერე უცებ გავახსენდი.
მე ვაპირებ სასამართლოსთან ვითანამშრომლო. იმედია, მოსამართლე მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას. მოსამართლეს არ ექნება არანაირი მტკიცებულება, რომ დანაშაული მე ჩავიდინე და ის გამოტანს არგუმენტების მიხედვით სწორ გადაწყვეტილებას. ”, – განაცხადა კოდუამ “რუსთავი 2”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში