ფრანგული საავადმყოფო განუკურნებელი სენით დაავადებული პაციენტებისთვის ღვინის ბარს გახსნის
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო thelocal.fr -ის ცნობით – საფრანგეთში, პიუ-დე-დომის რეგიონში არსებული კლერმონ-ფერარის საავადმყოფოს პალიატიური განყოფილების ცენტრში სექტემბრიდან ფუნქციონირებას ღვინის ბარი დაიწყებს. ღვინის დაგემოვნებას განუკურნებელი სენით დაავადებული პაციენტები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავებიც შეძლებენ. სასმელის მიღება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნება შესაძლებელი.
ღვინის ბარის შექმნის იდეა ცენტრის ხელმძღვანელს ვირჟინ გასტელას ეკუთვნის. მისი თქმით, განუკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს ბარი დაეხმარება განიტვითონ და ტონუსი აიმაღლონ. ღვინის გარდა ბარში პაციენტებისთვის შამპანური და ვისკიც იქნება ხელმისაწვდომი. დაწესებულებამ უკვე შეიძინა სასმელები, რომლებიც ბარის გახსნამდე შენობის სარდაფში შეინახება.