გია გაჩეჩილაძე – სახალხო დამცველს ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატიმარი არ უნახავს და სააკაშვილს პირდაპირ შეაკვდა
ლომჯარია როგორი სახალხო დამცველია ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, მიკერძოებულია ის, – ამის შესახებ მუსიკოსმა და წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველს ამდენი ხნის განმავლობაში ერთი პატიმარი არ უნახავს და სააკაშვილს პირდაპირ შეაკვდა.
„სულ რომ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, თუნდაც ჩატარდეს. უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდება და უფრო მაგრად წააგებენ. მით უმეტეს ამ ომიანობის დროს იმიტომ, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა. ხალხის დაკვეთა არის მშვიდობა. ხალხის დაკვეთა არის რაციონალური პოლიტიკა და არა ის პოლიტიკა, რასაც 30 წლის განმავლობაში ვიმკით და ვაკეთებთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.