ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფრედერიკ ბეგბედერთან შეხვედრა გაიმართა
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მეორედ ეწვია. დღეს მასთან შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ფოტოებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
მკითხველთან დაგეგმილ შეხვედრაზე ბეგბედერის ახალი წიგნის „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ წარდგენა გაიმართა.
ფრედერიკ ბეგბედერი პირველად საქართველოს 2016 წელს ეწვია. მწერალთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა მისი მეუღლე, ლარა მიშელი, რომელიც 8 მაისს ფოტოგამოფენას გამართავს.
ბეგბედერი არის რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მისი „99 ფრანკი“ დღემდე ბესტსელერთა სიაშია. მწერლის ვიზიტი საქართველოში 9 მაისს დასრულდება.