პიტერ სიიარტო – უნგრეთი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს არ დაუჭერს

Hungary's Foreign Minister Peter Szijjarto answers journalists' questions during an interview at the Hungarian Embassy in Paris on May 18, 2021. (Photo by BERTRAND GUAY / AFP)

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის წინადადებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ მხარს არ დაუჭერს.

როგორც მან „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს დაწესების შემთხვევაში უნგრეთის ენერგომომარაგება სრულად განადგურდება, რაც შეუძლებელს გახდის უნგრეთისთვის საკუთარი ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნავთობის მოპოვებას.

„ამჟამინდელი ფორმით ბრიუსელის სანქციების პაკეტის მხარდაჭერა შეუძლებელია, ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას. უნგრეთი ამ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ ნედლი ნავთობის მილსადენით იმპორტი გათავისუფლდებოდა შეზღუდვებისგან. მაშინ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება შენარჩუნდეს. ახლა ეს შეუძლებელია. უნგრეთის ენერგომომარაგება ამჟამად დაცულია, მაგრამ სანქციების ეს პაკეტი მთლიანად გაანადგურებს ამ უსაფრთხოებას. შეუძლებელი იქნება ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც უნგრეთის ეკონომიკას სჭირდება“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დღეს განაცხადა. აღნიშნულ პაკეტში რუსული ნავთობის ეტაპობრივი ემბარგოს დაწესების წინადადებაც არის შესული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები