ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძისა და მისი მეუღლის მცირეწლოვანი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასეთი დიდი ტკივილის გამოსათქმელად სიტყვები უძლურია.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თეატრმცოდნისა და ტელეწამყვანის ნიკა წულუკიძის და მისი მეუღლის თეკლა კოსტავას მცირეწლოვანი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. სიტყვები უძლურია ასეთი დიდი ტკივილის გამოსათქმელად. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ვუსამძიმრებ ყველა ახლობელს“, – წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ტელეწამყვანის და თეატრმცოდნეს, ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ბავშვი მე-10 სართულიდან გადავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები