აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად არის, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს.
„სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„მიმდინარე კვირის განმავლობაში მე ვესაუბრები G7-ის წევრებს იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ ან არ გავაკეთებთ რუსეთთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დღეს განაცხადა. აღნიშნულ პაკეტში რუსული ნავთობის ეტაპობრივი ემბარგოს დაწესების წინადადებაც არის შესული. ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.