სოზარ სუბარი: ინფორმაცია, თითქოს, “ქართული ოცნების” წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება
ინფორმაცია, თითქოს, “ქართული ოცნების” წევრები საპატიმროში შესვლას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
“შესწორება უნდა შევიტანო ჩემს ნათქვამში, ჩემმა რამდენიმე კოლეგამ დამირეკა – რა ხდება, ვინ შედის მიშასთანო და თურმე აღმოჩნდა, რომ გუშინ ერთ-ერთი დიალოგი ჩემს კოლეგასთან არასწორად იქნა გაგებული, მერე ამას თქვენი კითხვა დაემატა და ჩავთვალე, რომ თემა ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ ასე არ არის და, შესაბამისად, უარყოფა უნდა გავაკეთო იმის, რაც ვთქვი.
მე ნამდვილად არ შევდივარ და ის, რომ რამდენიმე ადამიანზე ვიცოდი, რომ შესვლას აპირებდნენ, ესეც არ აღმოჩნდა მართალი”, – აცხადებს სოზარ სუბარი.