კობახიძე – გახარიაზე: მოღალატეების გარდა, ყველასთან დავსხდებით და ვიმუშავებთ

ყველასთან მზად ვართ, დავსხდეთ, გარდა მოღალატეებისა, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მოწოდებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად პოლიტიკური პარტიების ერთად დადგომასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ყველასთან მზად ვართ, დავსხდეთ, გარდა მოღალატეებისა. გარდა იმ ადამიანებისა, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი მიზნები ამოძრავებთ. ყველა დანარჩენთან, რა თქმა უნდა, დავსხდებით და ვიმუშავებთ, თუმცა, მე არ მგონია, რომ გახარიას ამაზე საუბრის მორალური უფლება ჰქონდეს, მისი წარსული ნაბიჯებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები