ლარი გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0384 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0331 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0053 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1982 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1869 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.