სოზარ სუბარი: საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს, იმედი მაქვს, სააკაშვილს არ დასჭირდება, თუ დასჭირდება, ის ჩართული იქნება ამ პროგრამაში

“იმედი მაქვს, რომ არანაირ სუიციდურ ქცევას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ადგილი არ ექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა კარგად მუშაობს და, საჭიროების შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტი აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იქნება.

“დეპრესიული განწყობა, სუიციდური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზებული შფოთვა და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ არანაირ სუიციდიალურ ქცევას ადგილი არ ექნება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს. იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა მიხეილ სააკაშვილს არ დასჭირდება. თუ დასჭირდება, ის ჩართული იქნება ამ პროგრამაში”, – აცხადებს სუბარი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები