სოზარ სუბარი: სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ციხეს ვერ ეგუება – როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, სასჯელი გარდაუვალია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელიც დანაშაულს ჩადის, სასჯელი უნდა მოიხადოს.

“საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის ჯანმრთელობაზე და მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის. გამონაკლისი არის იმ კუთხით, რომ ამდენი ექიმი, კონსილიუმი, მნახველი არ შედის არცერთ პატიმართან, რაც შედის სააკაშვილთან. ყურადღება მაქსიმალურია.

სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ციხეს ვერ ეგუება, როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხეს, საკანს, პატიმრობას – მან ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე, სანამ ციხეში მოხვდება და არ უნდა ჩაიდინოს დანაშაული, როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის სასჯელი გარდაუვალია”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები