უკრაინელი ბიზნესმენი მზადაა ცოცხალი ან მკვდარი დიმიტრი გრიციუკის სანაცვლოდ 200 ათასი აშშ დოლარი გადაიხადოს
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Цензор.НЕТ (censor.net.ua)-ის რედაქტორი თავის ფეისბუქ-გვერდზე იტყობინება, რომ რედაქციაში დარეკა ერთმა ცნობილმა უკრაინელმა ბიზნესმენმა, რომელიც მზადა არის ცოცხალი, ან მკვდარი დიმიტრი გრიციუკის სანაცვლოდ 200 ათასი აშშ დოლარი გადაიხადოს. საუბარი ეხება უკრაინელი სეპარატისტების მხარეს მებრძოლ რუს ჯარისკაცს, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ს საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი უკრაინელის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.