კოვიდსტატისტიკა ოკუპირებულ აფხაზეთში

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 3 შემთხვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 8 პაციენტი გადის.

პანდემიის დაწყებიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდის 53 611 შემთხვევა აღირიცხა. გარდაცვლილთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები