უკრაინის პროკურორებმა და პოლიციამ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლეს. ის არის რუსეთის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფის მეთაური, სერგეი კოლოცეი.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ში დაწერა.
„ბუჩას პროკურორებმა და პოლიციამ დაადგინეს, რომ სწორედ ამ ჯარისკაცმა 18 მარტს ბუჩაში ოთხი უიარაღო მამაკაცი მოკლა“, – წერს ვენედიქტოვა.
ასევე, დადგინდა, რომ 29 მარტს კოლოცეიმ კიდევ ერთი მოქალაქე აწამა და აიძულებდა მას, რუსული არმიის წინააღმდეგ დივერსიული ქმედებები ეღიარებინა. მან მამაკაცი სარდაფში ჩაიყვანა, სადაც ხელით, ავტომატის კონდახით და დანის მცველით სცემდა. გარდა ამისა, მამაკაცი „სასჯელის ადგილას“მიჰყავდა, სადაც მოკვლის იმიტაციით ყურთან იარაღს ისროდა.
ვენედიქტოვამ დასძინა, რომ მსხვერპლის დაშინებისა და დაცინვის კიდევ ერთი გაუკუღმართებული ფორმა მკვდარი ადამიანის ყნოსვა იყო.
შეგროვებული მტკიცებულებების, მსხვერპლის ჩვენებებისა და პორტრეტული ექსპერტიზის საფუძველზე, ბუჩანსკის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, რუსეთის ეროვნული გვარდიის ოფიცერ კოლოცეის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არასათანადო მოპყრობის და ომის კანონებისა და წესების სხვა დარღვევის შესახებ აცნობეს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge