ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

გვაქვს იმის იმედი, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით, დადებითი გადაწყვეტილება იქნება და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან არცთუ დადებითი განცხადება გაკეთდა.

“სამწუხაროდ, ბოლო დროს, ამ კუთხით, რამდენიმე არცთუ დადებითი განცხადება გაკეთდა ევროპელი ლიდერების მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისას, ამიტომ, ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, გვაქვს იმის იმედი, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით, დადებითი გადაწყვეტილება იქნება და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ამის ძალიან კარგი პერსპექტივაა და ამის იმედი დავიტოვოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები