“რუსები უფრო აგრესიულები და ნაკლებად ევროპულები ყოფილან, ვიდრე მეგონა” – ჩეხეთის პრეზიდენტი 

 

ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსული არმიის სიძლიერის შესახებ ილუზიას დაემორჩილა.

ამის შესახებ მან CNN Prima News-ის ეთერში თქვა.

ზემანის თქმით, რუსეთი, ამჟამად, გასაოცრად ირაციონალურად მოქმედებს.

”უკრაინაზე თავდასხმა რუსეთს გაანადგურებს, ის მას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და რეპუტაციულად გაანადგურებს, ეს არ არის ყველაზე ცუდი ნაბიჯი რუსი ხალხის ინტერესებში, მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ირაციონალურად მოქმედებან და გიჟებივით იქცევიან. გიჟი კი იზოლირებული უნდა იყოს”, – თქვა პოლიტიკოსმა.

ზემანის თქმით, პუტინი „ილუზიას დაემორჩილა, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა და რომ რუსული არმია მსოფლიოში სიძლიერით მეორეა“.

„ვფიქრობ, თითოეული ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, მაგრამ ეს ინტერესები შეიძლება, იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. და რუსები – და მე ამას ვაღიარებ, ჩემდა გასაკვირად და ბევრი სხვა პოლიტიკოსის გასაკვირად – სრულიად ირაციონალურები აღმოჩნდნენ, არაპროგნოზირებადი, უფრო აგრესიულები და ნაკლებად ევროპულები, ვიდრე მე მეგონა“, – თქვა მან.

ჩეხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხოლოდ ნაწილობრივ არის მზად რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები