თურქეთისა და ბრაზილიის პრეზიდენტები მზად არიან, მოსკოვში ჩავიდნენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მისი ბრაზილიელი კოლეგა, ჟაირ ბოლსონარუ მზად არიან, მოსკოვში ჩავიდნენ, რათა უკრაინაში ომის დარეგულირების საკითხში წვლილი შეიტანონ, – ამის შესახებ მინისტრმა მედიას განუცხადა.

“ბრაზილია და ვენესუელა კარგ ურთიერთობაში არიან რუსეთთან. ამის მიუხედავად, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ომი უნდა დამთავრდეს“, – თქვა ჩავუშოღლუმ.

მისივე განცხადებით, ბრაზილიის პრეზიდენტი ბოლსონარუ ამბობს, რომ მზად არის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზებისთვის სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან, მათ შორის, თურქეთის პრეზიდენტთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები