The Azeri Times: აზერბაიჯანმა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა
აზერბაიჯანმა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
ამის შესახებ The Azeri Times-ი Twitter-ის გვერდზე წერს.
“აზერბაიჯანმა თავისი საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის დახურა. შედეგად, რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც სომხეთიდან რუსეთში სამხედრო მარაგს ატარებენ, იძულებული არიან, როსტოვის დონისკენ კასპიის ზღვისა და ირანის თავზე იფრინონ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც რუსეთის და არც აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.